17 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
ჩემი ძმა გადამდგარი პოლიციელია, ჩინით მაიორი, შესაბამისად, მისი ყველანაირი კავშირი შავ სამაყაროსთან გამორიცხულია - გოგი მშველიანი

პარლამენტის ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" გოგი მეშველიანმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ გუშინდელი ბოლნისის დაპირისპირების შემდეგ, ოპოზიციის განცხადებები საზოგადოებაში დესტაბილიზაციის შემოტანას ემსახურება. 

"ის აზრი, რომ ეს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო იმის შემდეგ ჩამოგვიყალიბდა, რაც გარკვეული ინფორმაციები შევკრიბეთ ფაქტის ირგვლივ. ასევე, მოვისმინეთ ჩვენი ოპონენტების განცხადებები, რომლებიც შეეცადნენ, რომ ეს კონკრეტული თავდასხმა გადაეყვანათ, სოფელზე თავდასხმისა თუ ეთნიკური დაპირისპირების ჭრილში. ისინი ცდილობენ ჩვენს საზოგადოებაში დესტაბილიზაცია შემოიტანონ წინასაარჩევნოდ, რომ მთელი საარჩევნო პროცესი ძალადობრივად წარმოაჩინონ. ეს ჩვენს ინტერესში არ არის, ვხედავთ რეიტინგულ კვლევებს და ვიცით ამ რეიტინგებში ჩვენი ადგილი. დარწმუნებული ვართ, რომ საზოგადოება, "ნაციონალურ მოძრაობას" არანაირ შანსს არ მისცემს,"- აცხადებს გოგი მეშველიანი.

ოპოზიციაში ასევე აცხადებენ, რომ ოპონენტებზე თავდასხმას, გოგი მიშველიანის ძმა ახორციელებს- გოგი მიშველიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია მიჩვეულია სიცრუის ტირაჟირებას. 

"ეს ადამიანები ნაჩვევი არიან სიცრუის ტირაჟირებას. რაც შეეხება ჩემს ძმას, გუშინ მათ ისიც განუცხადებიათ, რომ თითქოს, ჩემი ძმა, "შავი სამყაროს" წარმომადგენელია და ე.წ კანონიერი ქურდია, მინდა ვთქვა, რომ ჩემი ძმა არის გადამდგარი პოლიციელი, ჩინით მაიორი, შესაბამისად, მისი ყველანაირი კავშირი შავ სამყაროსთან გამორიცხულია. ის ჩვენი პარტიული აქტივისტია და ხელმძღვანელობს იმ ზონას, სადაც სოფელი ნახიდური შედის. ინციდენტის დროს, ის ჩვენს საარჩევნო შტაბში იმყოფებოდა, რომელიც 40 მეტრში მდებარეობს იმ კაფისგან, სადაც ჩვენი აქტივისტები შევიდნენ. მაშინ კი, როდესაც კაფეში ხმაური ატყდა, ჩემი ძმა და კიდევ ორი მივიდნენ იქ და სწორედ მათ განმუხტეს ინციდენტის პირველი ფაზა. არსებობს უამრავი მოწმის ჩვენება, რომლებიც ამ ფაქტს ადასტურებენ," - აცხადებს გოგი მეშველიანი. 

დღის ამბები