მესამე სექტორი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ სამწუხაროდ, როგორც "ქართული ოცნების" წევრების, ასევე საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთათვის, უკვე ჩვევად იქცა სახალხო დამცველის შესახებ, დაუსაბუთებელი და შეურაცხმყოფელი განცხადებები.
საუბარია ირაკლი იმნაიშვილთან სტუმრობის დროს გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ირაკლი კობახიძემ ნინო ლომჯარიას ოპოზიციონერი, სამარცხვინო და უპასუხისმგებლო უწოდა.
გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ყველაფრის მიზანია, უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის დისკრედიტაცია, ადამიანის უფლებების სფეროში არსებული რეალური პრობლემებისა და გამოწვევებისგან ყურადღების გადატანა.
"მოვუწოდებთ "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდს, თავი შეიკავონ სახალხო დამცველის მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან პირდაპირი თუ ირიბი გზებით, შეწყვიტონ ამ ინსტიტუტის საქმიანობისთვის ხელის შეშლის მცდელობები," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.