"ევროპული საქართველოს" ოფისში შედგა პარტიის საარჩევნო პროგრამის ანტისაოკუპაციო და დევნილების მიმართ მიძღვნილი ნაწილის პრეზენტაცია.
შეხვედრას დაესწრნენ აფხაზთა კრების წარმომადგენლები და იძულებით გადაადგილებული პირები.
"ევროპული საქართველოს" ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, პარტიისათვის მნიშვნელოვანი და ღირებულია, რომ" ევროპულ საქართველოს" შემოუერთდა აფხაზთა კრება.
ბაქრაძის თქმით, "ევროპულ საქართველოს" აქვს მომზადებული ცალკე პროგრამა დევნილებისათვის და ამ პროგრამაში გათვალისწინებულია ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს აწუხებს ამ ადამიანებს.
მისი თქმით, დევნილების განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება სახელმწიფოსგან, როგორც ბაქრაძემ აღნიშნა 31-ოქტომბრის არჩევნებით გარდამტეხი ცვლილებები უნდა დაიწყოს.