"ლელოს" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგლა მიქაუტაძემ ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი სესხების რეფინანსირების ახალი სქემის შემუშავებაა.
მიქაუტაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი "ლელოს" ინიციატივას სავალუტო დერეფნის შექმნასთან დაკავშირებით.
"ეროვნულმა ბანკმა უნდა დაადგინოს სავალუტო დერეფანი და მართოს ლარის კურსი ამ ჩარჩოებში, რათა დაამშვიდოს ბაზარი. დღეს ეროვნულ ბანკს აქვს ამის რესურსი. მან უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ მაღალ ინფლაციას წლის ბოლოს," - აცხადებს გიგლა მიქაუტაძე.