წინასაარჩევნო პერიოდში, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის ფაქტები გამოვლინდა - ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნების" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში მთავარ გამოწვევას ამომრჩეველზე, აქტივისტებზე და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე მუქარისა და ხელისშეშლის ფაქტები წარმოადგენს.