17 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების აღიარება და გაიყვანოს ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან

ბრიუსელში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, გიორგი გახარიასთან შეხვედრის დროს, კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების აღიარება და გაიყვანოს საკუთარი ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან.

სტოლტენბერგმა საქართველოს მოუწოდა, ნატოსთან დაახლოებისთვის არსებული ყველა შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენებისკენ. ასევე, მან საპარლამენტო არჩევნების მაღალი სტანდარტებით ჩატარების აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი.

"ჩვენ მივესალმებით საქართველოს პროგრესს რეფორმების გზაზე. თქვენმა ქვეყანამ უკვე მიაღწია მნიშვნელოვან წინსვლას შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის და დემოკრატიის განმტკიცების გზაზე. მე მოგიწოდებთ, განაგრძოთ ნატოსთან დაახლოებისთვის არსებული ყველა შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენება და მოემზადოთ წევრობისთვის. ჩვენ გვაქვს საქართველოს იმედი, რომ ოქტომბერში დანიშნული არჩევნები ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე ნატოსთვის. 

ჩვენი შეხვედრის დროს ვისაუბრეთ საქართველოსა და ნატო-ს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით. მიმდინარე წლის დასაწყისში მოკავშირეები შეთანხმდნენ პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე. ეს მოიცავს საჰაერო მიმოსვლის რადარის მონაცემთა ბაზის გაზიარებას, კიბერსაფრთხოებაზე ერთობლივ მუშაობას, ასევე ერთობლივი წვრთნების ჩატარებას შავი ზღვის რეგიონში.

ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების აღიარება და გაიყვანოს თავისი ჯარები.

ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ასევე განვიხილეთ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება. ნატო და საქართველო ვთანამშრომლობდით აქამდე და ჩვენ ვიცით ცნობილი განცხადება: უფრო მეტი ნატო საქართველოში და უფრო მეტი საქართველო ნატოში. ჩვენ უფრო მეტს ვშრომობთ, რომ უფრო გაძლიერდეს პარტნიორობა," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

 

დღის ამბები