17 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
თავიდანვე ვამბობდით, რაც უფრო მოახლოვდებოდა არჩევნები, მით მეტი იქნებოდა პროვოკაციის და ესკალაციის შემოტანა - რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების” თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პროვოკაციების მატება მოსალოდნელი იყო. იონათამიშვილი მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მსგავს ქმედებებს პასუხი არჩევნების დღეს გაეცემა.

"ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რაც უფრო მოახლოვდებოდა 31 ოქტომბრის არჩევნები, მათი მხრიდან მით უფრო მეტი იქნებოდა პროვოკაციის და ესკალაციის შემოტანა,“ - აცხადებს იონათამიშვილი.

მისი თქმით, ოპოზიცია ვითარების ხელოვნურად დაძაბვას და პროვოკაციების მოწყობას ცდილობს. ის ამბობს, რომ ყველა მსგავს ინციდენტზე, ქართულ ოცნებას“ მყისიერი და მჭიდრო კომუნიკაცია აქვს საერთაშორისო დამკვირვებლებთან და პარტნიორებთან.

"ამის ძალიან კარგი მაგალითი იყო სოფელ ნახიდურში მომხდარი ინციდენტი, როდესაც რამდენიმე ფაზიანი მცდელობა იყო პროვოცირების და პირველ სამ მცდელობაზე, როდესაც ვერ მოახდინეს პროვოცირება დაძაბულობის, მეოთხეჯერ უკვე ხელჩართულ ჩხუბზე და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები,“ - აცხადებს რატი იონათამიშვილი. 

დღის ამბები