17 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
"ნაცმოძრაობის" ლიდერები ცდილობენ ანაზღაურების სანაცვლოდ საკუთარი წევრები პროვოკაციებში ჩართონ - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ნაცმოძრაობის" ლიდერები ცდილობენ, ანაზღაურების სანაცვლოდ საკუთარი აქტივისტები პროვოკაციებში ჩართონ.

"მივიღე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იმერეთში "ნაცმორაობის" წევრებმა, რომლებიც პროვოკაციის ნაწილი უნდა ყოფილიყვნენ, უარი განუცხადეს თავის ხელმძღვანელობას პროვოკაციაში მონაწილეობაზე და ახლა "ნაცმოძრაობის" ლიდერები ცდილობენ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, დაარწმუნონ თავისი წევრები, რომ პროვოკაციებში ჩაერთონ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ "ნაცმოძრაობის" ბევრი წევრი უკვე აცხადებს უარს ასეთ პროვოკაციებზე. მათ დაგეგმილი აქვთ ყველა რაიონში პროვოკაციების მოწყობა, თუმცა მათივე წევრები არ ემორჩილებიან და ახლა უკვე ცდილობენ, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დაარწმუნონ, რომ ამ პროვოკაციებში მონაწილეობა აუცილებელია. არ აქვს მნიშვნელობა ვისი მომხრე და აქტივისტია, მადლობას გადავუხდი ყველას, თუ რომელიმე ადამიანი პროვოკაციაში და დესტაბილიზაციაში მონაწილეობაზე უარს ამბობს", - განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები