17 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
პარლამენტმა შრომის ახალი კოდექსი მიიღო

საქართველოს პარლამენტმა შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები დაამატკიცა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. ახალი კანონი ძალაში 2021 წლის 1-ელ იანვარს შევა. 

"ეს არის ფუნდამენტური პაკეტი, რომელიც ძალიან ბევრ სიახლეს ითვალისწინებს. შრომის ინსპექცია სრული დატვირთვის ამოქმედდება, ძალიან ფართო უფლებამოსილებებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც გააუმჯობესებს შრომით უფლებებს საქართველოში და შეიქმნება ძალიან ძლიერი ინსტიტუციური მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს შრომითი უფლებების დაცვას,"- აცხადებს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძე. 

"ეს ცვლილებები ფუნდამეტურად ცვლის მდგომარეობას ქვეყანაში, რადგან წლების განმავლობაში ჩამორჩენა გვქონდა და შრომის უფლებები არ იყო იმ დონეზე დაცული, რომელიც მოეთხოვება ნორმალურ სახელმწიფოს. ნებისმიერ კომპანიას უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ დღე-ღამის ნებისმიერ დროს, შეიძლება მივიდეს ინსპექცია, ამიტომ უნდა იყვნენ მზად,"-განმარტავს კანონპროექტის ავტორი, პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი.

დღის ამბები