17 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
ირაკლი კობახიძის სიტყვიერ თავდასხმას აღვიქვამ მცდელობად, რომ სახალხო დამცველს ჩარჩოები დაუწესონ - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, რომელსაც "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ "ოპოზიციის ომბუდსმენი" უწოდა, ეს ბრალდება დამოუკიდებელ და ობიექტურ ინსტიტუტზე თავდასხმად შეაფასა. 

როგორც მან "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, მსგავსი სიტყვიერი თავდასხმის მიზანია დამოუკიდებელი და ობიექტური კონსტიტუციური ინსტიტუტი ჩარჩოებში მოექცეს და თვითცენზურა დააწესოს. 

"საქართველოს სახალხო დამცველი არის კონსტიტუციური ორგანო, რომლის კონსტიტუციური მოვალეობაა იყოს ობიექტური და ისე განახორციელოს ზედამხედველობა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაზე.  ვფიქრობ, ჩვენი ინსტიტუტი ისტორიულადაც და დღესაც სრული პასუხისმგებლობით და კვალიფიციურად ასრულებს ამ კონსტიტუციურ ვალდებულებას.

მიმაჩნია, რომ დაუსაბუთებელი და, ვიტყოდი, პოლიტიკურად მოტივირებული სიტყვიერი თავდასხმა იყო ბატონი ირაკლი კობახიძის მხრიდან სახალხო დამცველზე. ვფიქრობ, რომ მსგავსი განცხადებები აუცილებლად მოხვდება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ყურადღების ქვეშ, როგორც ერთ-ერთი მაგალითი ხელისუფლებაში მყოფი პარტიის მხრიდან დამოუკიდებელ, კონსტიტუციურ ინსტიტუტზე თავდასხმის.

მსგავსი განცხადებების მიზანი იყო და არის ის, რომ სახალხო დამცველმა არ ისაუბროს იმ პრობლემებზე, რასაც ჩვენ წინასაარჩევნოდ ვხედავთ. მე ამას აღვიქვამ მცდელობად იმისა, რომ საქართველოს სახალხო დამცველს გარკვეული ჩარჩოები დაუწესონ და თვითცენზურის ქვეშ მოაქციონ, მაგრამ ნებისმიერ ასეთ მცდელობას დიდი იმედგაცრუება ელოდება, რადგან სახალხო დამცველი გააგრძელებს კონსტიტუციური ვალდებულების შესრულებას. ჩვენ ვართ სრულიად დაცლილი პოლიტიკური ზეგავლენებისგან. სახალხო დამცველი აღიქმება, როგორც პროცესების ობიექტური შემფასებელი და ვფიქრობ, ესეც განაპირობებს იმას, რომ წინასაარჩევნოდ განსაკუთრებული სამიზნე გახდა პარტიული ლიდერშიფის მხრიდან,"-განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 

დღის ამბები