19 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
გუშინდელი სიტუაცია ნათლად და ზუსტად ასახავს ერთ-ერთ მიზეზს, რატომაც ვარ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი - ირაკლი კვარაცხელია

ყოფილი მძევალი ირაკლი კვარაცხელია მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს. 

კვარაცხელია ადასტურებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია და აცხადებს, რომ აღნიშნული პარტიის ან სხვა რომელიმე პარტიის მმართველობის პერიოდში, ვერ მოხდებოდა ის, რაც გუშინ ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ფილიალში მოხდა.

"გუშინდელი სიტუაცია ნათლად და ზუსტად ასახავს ერთ-ერთ იმ მიზეზს, რატომაც მე ვარ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, 100 პროცენტით, რომ არც "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის პირობებში და არც სხვა რომელიმე მთავრობის პირობებში, გარდა "ქართული ოცნების" მთავრობისა, ვერ მოხდებოდა ის მდგომარეობა, რომელიც მოხდა გუშინ, როდესაც მმართველი პარტიის ოფიციალური წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, მე როგორც მძევალს, მე როგორც ადამიანს ვიყავი მძარცველის ლულის ქვეშ, მადანაშაულებდნენ 1000 რაღაცაში და მხოლოდ იმიტომ, რომ ვიყავი იმ პარტიის წარმომადგენელი, რომლისაც ყველაზე მეტად ეშინიათ, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რატომაც, შეუძლებელია ასეთ ქვეყანაში ცხოვრება, როგორიც მათ შექმნეს. ეს იყო ნათელი მაგალითი იმისა, რატომაც უნდა შეიცვალოს ეს მთავრობა ჩემი ღრმა რწმენით და ეს აუცილებლად მოხდება," - განაცხადა ირაკლი კვარაცხელიამ. 

დღის ამბები