ცენტრალური საარჩევნო კომისია, დღეს, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შემაჯამებელ ოქმს გამოსცემს. დღესვე დაზუსტდება პარლამენტის პირველი სხდომის თარიღი.
ახლადარჩეული უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო კი არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან 10 დღეში შეიკრიბება. პირველ სხდომას პრეზიდენტი გახსნის და მას უხუცესი დეპუტატი წარუძღვება.
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას დაესწრება ცესკოს თავმჯდომარეც, რომელიც პარლამენტის წევრის ფიცის ტექსტს წაიკითხავს.