17 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგება ოპოზიციის რადიკალი ლიდერების ამბოხს - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტის შეკრებისთანავე ​ საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც შესაბამისი განცხადებით მიმართავენ:

"საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგება ოპოზიციის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს და პარლამენტს წარუდგენს შესაბამის განცხადებას. გარდა ამისა, სახელმწიფო დაფინანსებას და შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

დღის ამბები