17 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
კატეგორიულად ვემიჯნები და მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ ერთმანეთის მიმართ თავდასხმებისგან - მამუკა ხაზარაძე

ოპოზიციის წევრები "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებებს ეხმაურებიან. "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის მამუკა ხაზარაძის თქმით, ახლა არ არის იმის დრო, ოპოზიციის წევრები ერთმანეთს თავს დაესხან. 

"მთავარი იდეა რის გამოც შეიკრიბა ოპოზიცია იყო რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრები და ასევე საარჩევნო სისტემის სრული რეორგანიზაცია. შესაბამისად, ვერ საარჩევნო სისტემის სრულყოფას ვხედავთ ჯერ.

კატეგორიულად ვემიჯნები და მოვუწოდებ ყველას რომ თავი შეიკავოს, ოპოზიცია მყავს მხედველობაში, ერთმანეთის მიმართ თავასხმებისგან. არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის საფუძველი არსებობს ამისათვის. ყველას უნდა ეყოს დღეს იმის მოთმინება, რომ აქ ერთმანეთზე თავდასხმა კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ საერთო საქმის გაკეთება," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის თქმით კი, ალეკო ელისაშვილი გუშინ ამბობდა, რომ მე არ დათანხმდებოდა იმ ნამცეცებზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი გადმოუგდებდა, დღეს კი მისთვის საარჩევნო რეფორმის შეთანხმებაც კი საკმარისია.

ცნობისთვის, ელისაშვილმა დღეს, საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ "ევროპული საქართველო", ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით, "ქართულ ოცნებასთან მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლას და დეტალების გარეთ გამოტანას ცდილობს.  ელისაშვილის შეფასებით, "ბოკერია და უგულავა საბოტაჟით არიან დაკავებული".

გარდა ამისა, ელისაშვილმა აღნიშნა, რომ რომ ის დათანხმდება პარლამენტში შესვლას იმ შემთხვევაში, თუ მხარეები საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაზე შეთანხმდებიან.

დღის ამბები