"მოქალაქეების" წევრის ლევან იოსელიანის თქმით, არის ხალხი, რომელსაც სხვა დღის წესრიგი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ჩაშალოს მოლაპარაკებები - ამის შესახებ მან "დღის კურიერში" განაცხადა.
"ის განცხადებები, რაც დღეს ალეკომ გააკეთა და მე გავაკეთე, არ არის კავშირში მაინცდამაინც პარლამენტში შესვლასთან. ეს არის კავშირში მოლაპარაკების დასრულებასთან. მოლაპარაკება შეიძლება არც დასრულდეს, რამდენიმე რაუნდი გაიმართოს და ზეგ ეს ვერ შედგეს, ვერ დასრულდეს იქ მოლაპარაკება და ამიტომ ვერავინ ვერ შევა. აქ მთავარი არის ის, რომ ჩვენ ვართ მოლაპარაკების მომხრე და ხალხი რომელიც ვამბობთ, რომ მოლაპარაკება არ უნდა ჩაიშალოს. არის ხალხი, რომელსაც სხვა დღის წესრიგი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ჩაშალოს მოლაპარაკებები. არის ერთი ხელმოცარული პარტია "ევროპული საქართველო" და მისი ორი ლიდერი უგულავა და ბოკერია, თვითონ ვერ მიიღეს მანდატები და ახლა უნდათ, რომ თავიანთი პარტიის დღის წესრიგი მოახვიონ მთელ ოპოზიციას თავს. არავის არ უნდა ამ ქვეყნაში ჯაჯგური და რევოლუცია, გარდა ამ ხალხისა. სამწუხაროდ, გიგა ბოკერიას მძევლად ჰყავს აყვანილი "ნაციონალური მოძრაობა, მთლიანად 27%-იანი პარტია, რომელიც ვერ ახერხებს თავისი პოზიციის ღიად გამოთქმას. იქ შეიძლება იყოს განსხვავებული აზრები, მაგრამ ვინც თვლის განსხვავებულად იმ ადამიანებს არ ჰყოფნით სითამამე, რომ ამაზე ილაპარაკონ. მთელი დღეა მაგათ და სხვა პარტიებს მათ შორის, ლელოს, გირჩს, გიორგი ვაშაძეს, რომ ყველას მოვუწოდებ, რომ გამოვიდნენ და ღიად ილაპარაკონ, რა უნდათ ამ არჩევნებიდან. უნდათ, რომ ეს ჩაიშალოს, თუ უნდათ, რომ რეალურად გამოვიტანოთ რაღაც შედეგი და ეს ქვეყანა წავიყვანოთ წინ, და თუ უნდათ რომ ეს ქვეყანა წავიყვანოთ წინ, მაშინ ნუ ეშინიათ ბულინგის.- განაცხადა იოსელიანმა "დღის კურიერში".