პარტია მოქალაქეების ბრალდებას, რომ ცალკეული ოპოზიციის წევრების დადანაშაულებით "ევროპული საქართველო" მოლაპარაკების ჩაშლას ცდილობს "დღის კურიერის" ეთერში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა.
სალომე სამადაშვილის თქმით, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საზოგადოების დაკვეთა ახლა არის ოპოზიციის ერთიანობა და პოლიტიკური ძალას, რომელიც ამ ერთიანი გადაწყვეტილებებიდან გასვლას გადაწყვეტს მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს:
"ოპოზიციის ერთობას სჭირდება გაფრთხილება, "ნაციონალური მოძრაობა" მაქსიმალურად ვუწყობთ ამას ხელს. დღემდე პრინციპულ საკითხებზე იყო ერთიანობა. მე არ მგონია ოპოზიციური პარტიაში იყოს რომელიმე პარტია ან პოლიტიკოსი, რომელიც ვერ ხვდებოდეს, იმ კონტექსტში, რომელიც დღეს არის შექმნილი, ერთი პარტიის ან ერთი წევრის გადაწყვეტილება, რომ დათანხმდეს უფრო ნაკლებს ვიდრე ითხოვს სრულიად ოპოზიციური სპექტრი ამ მოლაპარაკებებში იქნება საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილება და მე ვფიქრობ საკმაოდ მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს ნებისმიერ ადამიანს, ვინც დღეს დაარღვევს ამ ერთიანობის კონტექსტს, იმიტომ რომ დღეს საზოგადოების დაკვეთა არის ის, რომ მას სურს იხილოს ერთიანი პოზიცია ოპოზიციისგან,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.