17 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
მმართველი პარტიის მოულოდნელი განაცხადი - რა შემთხვევაში დანიშნავს რიგგარეშე არჩვენებს "ქართული ოცნება"

არჩევნებიდან 39 დღის შემდეგ მმართველმა პარტიამ დღეს პირველად ისაუბრა იმ შესაძლებლობაზე, რა შემთხვევაში შეასრულებს ოპოზიციის მთავარ მოთხოვნას და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს. შეთავაზება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხება, რომელიც არჩევნების შედეგებს შეისწავლის. "ქართული ოცნება" პირობას დებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომისია ერთპროცენტიან ცდომილებას მაინც აღმოაჩენს, ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება. 

დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის შემდეგ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას გამორიცხავენ ოპოზიციური პარტიები და ამბობენ, რომ დღეს მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული შეთავაზება პოლიტიკური სატყუარაა. პოლიტიკური პარტიების თქმით, მათ "ქართული ოცნების" ნდობა არ აქვთ. 

ოპოზიციის უმრავლესობისგან განსხვავებით ალეკო ელისაშვილის პარტიაში "ქართული ოცნების" შეთავაზება მმართველი პარტიის მხრიდან უკან დახევად აღიქვეს. ლევან იოსელიანის თქმით, პოლიტიკური სპექტრის მიზანი მოლაპარაკებებიდან მაქსიმალური შედეგის მიღება უნდა იყოს. 

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა ერთადერთი ახალი ინიციატივა არ იქნება, რაზეც მეათე მოწვევის პარლამენტი შეკრებიდან მალევე მუშაობას დაიწყებს. "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, დაფინანსებას ვერ მიიღებს ვერც ერთი პარტია, რომელიც მანდატზე უარს იტყვის.

 

დღის ამბები