17 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
"თაკარა მზის ქვეშ თუ დიდი ხანი დევს პუფი და გახუნდება, ასეთი იერსახე ექნება ნებისმიერ ოპოზიციონერს, ვინც იქ შევა" - ნიკა მელია 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ "ლელოს" ოფისიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან მთავარი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე სხვა საკითხებზე საუბარი დროის ფუჭი კარგვაა. 

"ნათქვამ-ნამოქმედარის ჭეშმარიტი ფასი დადგება პარასკევ დღეს, 11 დეკემბერს. განცხადებებს ვინც დაწერს, ის უარს ამბობს ივანიშვილისთვის მოპარული არჩევნების გაფორმებაზე. ვინც არ დაწერს, ის იღებს ივანიშვილის თამაშის წესებს.

თაკარა მზის ქვეშ თუ დიდი ხანი დევს პუფი და გახუნდება, ასეთი იერსახე ექნება ნებისმიერ ოპოზიციონერს, ვინც იქ შევა. თვითგანადგურების რეჟიმზე საკუთარ თავს, იმედია, არ გადაიყვანენ.

საუბარია ახალ არჩევნებზე, პატიმრების გათავისუფლებაზე. როდესაც ამ ორ უმთავრეს კომპონენტზე უარი არის "ქართული ოცნების" მხრიდან, საუბარი სხვა კომპონენტებზე არის დროის ფუჭად კარგვა," - განაცხადა ნიკა მელიამ.  

ოფისიდან გამოსვლის შემდეგ განცხადება გააკეთა გიგი უგულავამაც

"გააყალბეს თვითონ, კომისიას ქმნიან თვითონ და თავის გაყალბებული თვითონვე უნდა გამოიძიონ, ეს არის აბსურდი" - ამბობს გიგი უგულავა. 

საგამოძიებო კომისიის არც "ლელოს" წევრს, ლევან სამუშიას სჯერა.

"ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები და სხვა ვერაფერი იქნება საპირწონე იმისა, რომ გაყალბებული არჩევნები რამით ჩანაცვლდეს," - ამბობს სამუშია. 

განცხადება გააკეთა პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

"ჩვენ ბევრ რაღაცაზე დისკუსიები გვქონია, ჩხუბიც და ა.შ. მაგრამ კობახიძის განცხადებამ ისე გაგვაერთიანა, რომ ამ დარბაზში მშვიდად მიდიოდა შეხვედრა,“ - აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.  

დღის ამბები