17 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
ანუ შენ გინდა, რომ 100%-ით ყველაფერზე დაგთანხმდნენ? - ლევან იოსელიანი სერგი კაპანაძეს

"შენ გინდა, რომ 100%-ით ყველაფერზე დაგთანხმდნენ?" - პარტია "მოქალაქეების" წევრი ლევან იოსელიანი "ღამის კურიერის" ეთერში სერგი კაპანაძეს კითხვით მიმართა. ლევან იოსელიანის განცხადებით, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ  ერთი პუნქტის შეუსრულებლობის გამო, ოპოზიცია პოლიტპატიმრებზეც, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზეც და  ბარიერების საკითხების მოგვარებაზეც უარს აცხადებს.

"ანუ შენ გინდა, რომ 100%-ით ყველაფერზე დაგთანხმდნენ? მაშინ მე გისვამ შენ კითხვას; თუ უშვებენ პოლიტპატიმრებს, თუ ცვლიან საარჩევნო სისტემას, თუ ბარიერების საკითხი ლაგდება, თუ შანსი გვაქვს, რომ მართლა სამართლიანი არჩევნები მივიღოთ და მარტო ეს ერთი საკითხი რჩება, ამ ერთი საკითხის გამო ამბობ ამ ყველაფერზე უარს და იმ ხალხს ტოვებ ციხეში? აქამდე მიდის ყველაფერი საბოლოო ჯამში," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დღის ამბები