17 ნოემბერი 2024,   13:40
ვრცლად
ბოლო სატელევიზიო ინტერვიუ - რას ურჩევს ბიძინა ივანიშვილი ყოფილ თანაგუნდელებს ტელეეთერით

პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა, მისი თქმით, ბოლო სატელევიზიო ინტერვიუ საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცა. "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის თქმით, ის პოლიტიკიდან სამუდამოდ მიდის და სამომავლოდ აღარც "ოცნების" მხარდამჭერი იქნება.

ივანიშვილის აზრით, მმართველი პარტია 8 წლის განმავლობაში ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა, რომლის მმართველობასაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში საფრთხე არ ემუქრება.

ივანიშვილის პოლიტიკისგან დისტანცირებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში. ოპოზიციის ნაწილი "ოცნების" დამფუძნებლის წასვლას ფიქტიურს უწოდებს.

თავმჯდომარის წასვლას "ქართულ ოცნებაში" გუნდისთვის გამოწვევად მიიჩნევენ.

ბიძინა ივანიშვილმა, დახარჯული ასეულობით მილიონის მიუხედავად, ყველაზე დიდ ქველმოქმედებად საკუთარი პოლიტიკური საქმიანობა კიდევ ერთხელ დაასახელა.

დღის ამბები