თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" ოფიციალურად ჩაერთო. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა. ღონისძიება საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ჰიმნებით დაიწყო.
შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების, ასევე სამოქალაქო პირთა ხსოვნას.