პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსი ამოქმედდება.
ციხის გარე ზოლში ყოფნა, ან - ნივთის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით პენიტენციურ დაწესებულებაში შეტანა, მომწამლავი, ადვილად აალებადი ან სხვა ნივთის შეტანა-გამოყენება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, 1000 ლარის ოდენობით.
მობილური ჯგუფების მიერ 2021 წლის 28 იანვრიდან დღემდე 42 სამართალდარღვევაა გამოვლენილი.