ბაკურიანში ჩემპიონატი - "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" გაიმართა. ჩემპიონატში მონაწილეობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებმა მიიღეს. ტურნირში ჩართულები იყვნენ სამშვიდობო მისიებისა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილი სამხედროები და ომის ვეტერანები, ასევე ასევე გორის, ზუგდიდის, ქუთაისის, ვანისა და თბილისის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შშმ პირები.
გარდამავალი თასი რუსლან ჩილაშვილმა მოიპოვა, რომელმაც საუკეთესო შედეგი აჩვენა 26 მონაწილეს შორის.
ჩემპიონატის კოორდინატორის, თქმით ჩემპიონატში "აქტიური ცხოვრება ჩემი ჩემი სტიქიაა" ჩართული იყო საქართველოს მაშტაბით სხვადასხვა რეგიონები, მონაწილეობა კი დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა, ვეტერანებმა და შშ პირებმა მიიღეს.
"აქტიური ცხოვრება ჩემი ჩემი სტიქიაა" გრძელდება და 2021 წელს პირველად რაც განვახორციელეთ ეს გახლავთ ეტლი თხილამურების ჩემპიონატი დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს, ვეტერანებსა და შშ პირებს შორის. ჩართული იყო მთლელი საქართველოს მაშტაბით სხვადასხვა რეგიონები,"- ამბობს ჩემპიონატის კოორდინატორი, ხათუნა გავაშელი.
ტურნირის გამარჯვებული მადლობას უხდის მედია კავშირს, რომელიც აქტიურად არის ჩართული მსგავს ღონისძიებებში.
"დიდ მადლობას ვუხდი ახალგაზრდა მედია კავშირს, რომელიც აქტიურად არის ჩართული ასეთ პირის ღონისძიებებში, ვიმედოვნებ, რომ ახლო მომავალში კიდე ჩატარდება მსგავსი ღონისძიებები," - განაცხადა, ტურნირის გამარჯვებულმა.