გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა საქმის მასალები უკვე აიღო. დოკუმენტები შეიცავს სამედიცინო ისტორიის, ასევე ცალკეული მედიკოსების გამოკითხვის ოქმებს.
ადვოკატის თქმით, იგი დამატებით ელოდება ახალციხის დოკუმენტაციასაც.
"უნდა გავაცნობიეროთ, რომ რამდენიმე დღეში იქნება დაკრძალვა. ეს არის ის ეტაპი, რომლიდანაც უკან მობრუნება ასე ვთქვათ და შექცევა პროცესის არ იქნება სასიამოვნო და ლოგიკური. შესაბამისად, ამ დოკუმენტებმა უნდა მოგვცეს გარკვეული სურათი, რა მიმართულებით შეგვიძლია წასვლა, რა მიმართულებით უნდა გაგრძელდეს კვლევა და თუ არის საჭირო კიდევ დამატებითი კვლევა სხეულთან მიმართებაში," - განაცხადა მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა ვახტანგ ბარამაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მეგი ბაქრაძემ "ასტრაზენეკას" ვაქცინა ახალციხეში, კლინიკა "იმედში" გაიკეთა, რის შემდეგაც ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.