17 მაისი 2024,   16:15
ვრცლად
ტორნადოს აშშ-ში მსხვერპლი მოჰყვა - მოსახლეობას თავის უსაფრთხო ადგილზე შეფარებისკენ მოუწოდებენ 

ტორნადოს შეერთებულ შტატებში, მსხვერპლი მოჰყვა. სტიქიის შედეგად ჯორჯიის შტატში 2 ადამიანი დაიღუპა.

ტორნადო დაფიქსირდა მისისიპშიც. სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ელექტროგაყვანილობა.

სინოპტიკოსების ვარაუდით, შტორმის საშიშროება არსებობს ლუიზიანისა და ალაბამის შტატებშიც.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას თავის უსაფრთხო ადგილზე შეფარებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები