ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები მორიგ აქციას ცაგერში მართავენ. აქტივისტები დღეს მხარდამჭერებს სამოქმედო გეგმას გააცნობენ. მათი თქმით, ეს არის 23 მაისის მასშტაბური აქციის მოსამზადებელი შეხვედრა.
ჰესის მოწინააღმდეგეები მომდევნო დღეებში აქციებს სხვადასხვა რეგიონში გამართავენ. 23 მაისს კი თბილისში შეიკრიბებიან და ხელისუფლებას საკუთარ მოთხოვნებს კიდევ ერთხელ შეახსენებენ.