18 მაისი 2024,   15:38
ვრცლად
ღაზის სექტორში ეგვიპტიდან დღეს ასობით ჰუმანიტარული ტვირთით სავსე ავტომობილი შევიდა

11 დღიანი სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკვე მეოთხე დღეა ღაზის სექტორში სიმშვიდეა. ახლა საერთაშორისო საზოგადოება და ჰუმანიტარული მისიები დაზარალებული მოქალაქეების დახმარებისთვის პირველადი საჭიროებისთვის აუცილებელ ინვენტარს აგზავნიან.

დღეს ეგვიპტის საზღვარი ასობით სატვირთო ავტომობილმა გადაკვეთა, რომლებიც გადაუდებელი საჭიროების პროდუქციითაა დატვირთული.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მისია არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო და დაადგინა, რომ რეალობა იმაზე მძიმეა, ვიდრე წარმოედგინათ.

ღაზის სექტორში ისრაელის ავიაიერიშებს 230-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა. მოსახლეობას მშვიდობა უხარია, თუმცა, უმეტესობას მიაჩნია, რომ შესაძლოა ეს ზავი მხოლოდ შემდეგ კონფლიქტამდე ათვლის დასაწყისი იყოს.

ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება ისრაელიც, სადაც სამხედრო დაპირიპირების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები