13 მაისი 2024,   16:34
ვრცლად
კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში 168 მილიონს უახლოვდება

168 მილიონს უახლოვდება კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში. პანდემიის ეპიცენტრი კვლავ ინდოეთია, სადაც ვაქცინებისა და სამედიცინო რესურსების დეფიციტია.

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების დეფიციტია ბრაზილიის ქალაქებშიც. მალაიზიაში კი გასულ დღე-ღამეში 61 კოვიდ ინფიცირებული გარდაიცვალა, რაც ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ვაქცინაცია გრძელდება სხვა ქვეყნებში, მათ შორის ჩილეშიც, სადაც აცრილი ადამიანებისთვის გარკვეული შეზღუდვები მოიხსნება.

 

დღის ამბები