13 მაისი 2024,   16:29
ვრცლად
იტალიელი მაფიის ბოსი, "კოკაინის მეფე" 20-წლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს - სპეცოპერაცია ბრაზილიაში

იტალიური მაფიის ბოსი, რომელსაც მეტსახელად "კოკაინის მეფეს" უწოდებნენ, ბრაზილიაში დააკავეს. იტალიისთვის ნომერი მეორე ძებნილი უკვე 20 წელზე მეტია, ქვეყნიდან გაქცეული იყო და იმალებოდა. 

როკო მორაბიტო დანაშაულებრივი ქსელის Ndrangheta წევრია, ქსელი კალაბრიაში შეიქმნა, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს და ყოველწლიურად მილიარდობით ევროს შოულობს, კოკაინით ვაჭრობის შედეგად. ის მიიჩნევა მთავარ მომლაპარაკებლად სამხრეთ ამერიკულ კარტელებსა და სხვა კლანებს შორის. 

სავარაუდოდ, ის უახლოეს მომავალში იქნება ექსტრადირებული იტალიაში, სადაც დაუსწრებლად უკვე აქვს მისჯილი 30-წლიანი პატიმრობა. 

მის დასაკავებელ სპეცოპერაციაში იტალიის და ბრაზილიის პოლიციასთან ერტად ამერიკის ფერედალური გამოძიების ბიუროც (FBI) იყო ჩართული. 

იტალიისთვის ნომერი პირველი ძებნილი კვლავ მატეო მესინა დენაროა, რომელიც სიცილიაში "კოზა ნოსტრას" ხელმძღვანელობს. დენარო უკვე 25 წელია იმალება. მას, დაახლოებით, 50 ადამიანი ჰყავს მოკლული და ერთხელ აღნიშნა, რომ "ყველა საფლავი თვითონვე ამოავსო". 

 

ავტორი : თინათინ კაკიაშვილი

დღის ამბები