13 მაისი 2024,   16:59
ვრცლად
პენსიონერი ცოლის ცხედარს სახლში 12 წელი ინახავდა - შოტლანდიაში საიდუმლო ვაქცინაციის დროს გამჟღავნდა

შოტლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ აბერდინში პენსიონერი დანიელ მალოი 12 წლის განმავლობაში ინახავდა თავისი ცოლის გვამს სახლში და ოჯახის წევრებისგან მისთვის განკუთვნილ საშობაო საჩუქრებსაც კი იღებდა.

პოლიციამ კრისტინა მალოის ცხედარი შემოწმების დროს აღმოაჩინა, რომელიც იმის გამო ჩატარდა, რომ ქალი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე არ გამოცხადდა. ამის შესახებ The Mirror-ი წერს.

გამოცემის ცნობით, დანიელ მალოის ახლობლებმა არ იცოდნენ კრისტინას გარდაცვალების შესახებ. ისინი ვარაუდობდნენ, რომ წყვილი დაშორდა, რადგან ყველა საოჯახო დღესასწაულზე 77 წლის კაცი მარტო მიდიოდა.

"მან თავისი ოჯახი ერთი წლის წინ ინახულა და მაშინაც ცოლზე ისე ლაპარაკობდა, როგორც ცოცხალზე," - აცხადებდა ოჯახის მეგობარი. მისი თქმით, პენსიონერი არწმუნებდა ნათესავებს, რომ ცოლი თავის ახლობლებთან იმ ფერმაში წავიდა, სადაც ბავშვობა ჰქონდა გატარებული.

აღსანიშნავია, რომ ოჯახს არც კი უეჭვია, სინამდვილეში რაც ხდებოდა და შოკში ჩავარდნენ, როდესაც 87 წლის კრისტინას სიკვდილის შესახებ გაიგეს.

ამჟამად დანიელი მოხუცთა სახლში ცხოვრობს და ნათესავებთან არ კონტაქტობს.  პოლიციას მისთვის ცოლის სიკვდილის გამო ბრალი არ წაუყენებია, რადგან ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ქალი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

დღის ამბები