16 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
ძალადობა, LGBT+ თემის მიმართ მუქარა და ჟურნალისტებზე თავდასხმა, აზიანებს საქართველოს, როგორც ტოლერანტული და სტუმართმოყვარე ქვეყნის რეპუტაციას - ბრიტანეთის საელჩო

თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრიტანეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს:

"თვალყურს ვადევნებთ თბილისში მიმდინარე მოვლენებს. ძალადობა, LGBT+ თემის მიმართ მუქარა და ჟურნალისტებზე თავდასხმა, აზიანებს საქართველოს, როგორც ტოლერანტული და სტუმართმოყვარე ქვეყნის რეპუტაციას.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩერონ ძალადობა და დაიცვან საქართველოს ყველა მოქალაქის ინდივიდუალური უფლებები და თავისუფლებები, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად," - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს რუსთაველის გამზირზე ღირსების მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავებულია 20-მდე ჟურნალისტი. აგრესიულმა ჯგუფებმა ასევე დაარბიეს "თბილისი პრაიდისა" და "სირცხვილიას" ოფისები. პარლამენტის წინ ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა.

დღის ამბები