პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს წინ დღეს ევროკავშირის დროშა თავად დაკიდა.
"ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და ამ გზაზე აუცილებლად ვივლით წინ!
უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ყველას, ერთი სამშობლო გვაქვს, რომლის ისტორიას, ტრადიციებსა და რელიგიას არაფერი აქვს საერთო ძალადობასთან," - წერს კახა კუჭავა "ფეისბუქზე".
შეგახსენებთ, რომ რადიკალურმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა გუშინ
ჩამოგლიჯეს და დაწვეს.