16 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
ოპოზიცია აგრესიული მოქალაქეების ქმედებებზე პასუხისმგებლობას მმართველ ძალას და საპატრიარქოს ნაწილს აკისრებს

შერკინება სამშობლოს სიწმინდის სახელით გუშინ მოძალადეებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე გაიმართა.

სარაგბო ილეთები აგრესიულმა მოქალაქეებმა მდუმარე აქციის დარბევის მცდელობისთვის არაერთხელ გამოიყენეს. ბოლოს კი, დაცარიელებულ რუსთაველზე ევროკავშირის დროშა დემონსტრაციულად დაწვეს.

საკანონმდებლო ორგანოს წინ ევროპის სიმბოლო დღეს დილით პარლამენტის სპიკერმა საკუთარი ხელით აღმართა. პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს მალევე ვანდალიზმი უწოდა დედაქალაქის მერმაც. 

ცენტრალურ გამზირზე ჟურნალისტების დარბევისა და პოლიციელებზე ძალადობის გამო, პარლამენტში ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების დაბარებას ითხოვს ოპოზიცია. პოლიტიკოსები აგრესიული მოქალაქეების ქმედებებზე პასუხისმგებლობას მმართველ ძალას და საპატრიარქოს ნაწილს აკისრებენ.

ძალადობის ფაქტებს გმობენ საპარლამენტო უმრავლესობაში. მათი თქმით, პოლიციამ ორი დღის განმავლობაში ვითარების ესკალაციის მცდელობა სრულად აღკვეთა. დეპუტატების თქმით, ძალადობა მტერი სახელმწიფოსა და მათი თქმით, რადიკალური ოპოზიციის ინტერესებში შედიოდა.

5-6 ივლისის ძალადობის ფაქტები დღეს მედიასთან შეაფასა ყოფილმა პრემიერმა და ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა. გიორგი გახარია რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს სახელმწიფოს ინსტიტუციონალურ მარცხს უწოდებს. 

ყოფილ თანაგუნდელს მალევე უპასუხეს მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობა ექსპრემიერის პოზიციას პოლიტიკურ სპეკულაციად მიიჩნევს. 

დღის ამბები