კელი დეგნანის განცხადებას 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით უმრავლესობაში ეხმაურებიან. ”ქართული ოცნების” წევრები მიიჩნევენ, რომ 5 და 6 ივლისის მოვლენების პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეფექტურად იმუშავა.
ამასთან, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ კელი დეგნანის შეფასება სუბიექტურია.
"მე ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილს არ აკლია ლიდერობა. ჩვენ ვიღებთ პარტნიორების რჩევას, თუმცა ეს არის დეგნანის სუბიექტური შეფასება,"- აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრის რატი იონათამიშვილის თქმით კი, 5 ივლისის არცერთი მოძალადე არ დარჩება, კანონმდებლობის წინაშე რომ არ დაისაჯოს.
"უნდა ვთანხმდებოდეთ, რომ მსგავსი ქმედებები სირცხვილია. ამ საკითხზე ჩვენ და ჩვენი ქვეყნის ერთგულ მეგობრებს ერთი აზრი უნდა გვქონდეს,"- აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.