16 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
თქვენი პრემიერი ბედავს და გვემუქრება, დღეს ამ დარბაზში დარჩებით მარტო - სალომე სამადაშვილი კახა კუჭავას

დღეს პარლამენტში რიგგარეშე სესია 3 საათის დაგვიანებით დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ სიტყვით გამოსვლისას უარყოფითად შეაფასა დღეს განვითრებული მოვლენები. მისი თქმით, ჩხუბი და აყალმაყალი პარლამენტის მუშაობას აფერხებს.

ფრაქცია "ლელოს" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილმა კი პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება გააკრიტიკა.

"თქვენი პრემიერი დღეს დილას ბედავს და გვემუქრება, ემუქრება დამოუკიდებელი საქართველოს დამოუკიდებელ მედიას და ემუქრება ყველა ჩვენგანს. თქვენ დღეს ამ დარბაზში დარჩებით მარტო!" - განაცხადა ფრაქცია "ლელოს" თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილის განცხადებას გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, რომელმაც აქციის მონაწილეებს ტრაგედიითა და სიკვდილით მოსარგებლე ანტი-სახელმწიფოებრივი ძალები უწოდა. მდინარაძის თქმით, ეს ხალხი რუსულ საქმეს პროდასავლური ეგიდით აკეთებენ.

დღის ამბები