"ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე ევროკავშირის ევროკავშირის წევრი 25 ქვეყნისელჩებისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას "დღის კურიერის" ეთერში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით მოსაზრებების ნაწილს ეთანხმება, ნაწილს კი არ იზიარებს.
სარჯველაძე აცხადებს, რომ პასუხს ყველა კითხვაზე შს მინისტრი პარლამენტში გასცემს.
"არის ნაწილები, რომელსაც ვეთანხმები, არის ნაწილები, რომელთა დაკავშირებითაც რასაკვირველია გვაქვს განსხვავებული მოსაზრება. ის, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლება შეიძლება დადანაშაულდეს იმაში, რომ არასაკმარისი ძალა იქნა მობილიზებული 5 ივლისს, დღის პირველ ნახევარში, ვფიქრობ, რომ ამას რეალური საფუძველი არ აქვს.
თუკი რაიმე კითხვის ნიშანი ამ საკითხის მიმართ არსებობს, ამაზე შეგვიძლია უკვე ვიმსჯელოთ რომ 18 ივლისის სხდომაზე პარლამენტში გამოცხადდება შინაგან საქმეთა მინისტრი და ამ საკითხებზე დისკუსიის შესაძლებლობა გვექნება და ძალიან მიხარია თუ ამაში ოპოზიციაც მიიღებს მონაწილეობას.
ჩემი აზრით, 5 ივლისს დილით ნამდვილად არ იყო პროგნოზირებადი, მიუხედავად იმისა, რომ პირველში, ორში, სამში არავითარი წინაპირობა არ არსებობდა იმის ვარაუდისთვის, რომ აუცილებლად ეს აგრესიული ხალხი გადავიდოდა შეტევაზე მედიის წინააღმდეგ, ამ ფონზე, რომ 3 200 პოლიციის ყოფნა არ იქნებოდა საკმარისი და 30 000 იყო საჭირო, ამ მოსაზრებას მე ვერ დავეთანხმები," - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.