16 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
ვინ დაუპირისპირდება "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს - ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი კვირის ბოლოს დასახელდება

ოპოზიციაში ისევ მსჯელობენ, თუ ვინ დაუპირისპირდება "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს. ხელისუფლების ოპონენტებს შორი რამდენიმე კვირაა საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს, რაზეც "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ მალე ერთიან კანდიდატზე შეთანხმდებიან.

"ჩვენი, ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი კვირის ბოლოს დასახელდება. კონტურები გვაქვს შესათანხმებელი სხვადასხვა პარტიებთან, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს კვირა იქნება გადამწყვეტი. ვინც არ დაუჭერს საერთო კანდიდატს და იმ ფორმულას რომლითაც ჩვენ არჩევნებზე გავალთ, იქნება ძალიან სამწუხარო რეალობა,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე.

პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ პარტიის პოზიცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, თუ როგორ აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გასვლას. 

"ქართული ოცნება" ოპოზიციურ სამომავლო ერთობას არასერიოზულს უწოდებს. 

დღის ამბები