20 აპრილი 2024,   11:25
ვრცლად
ქართველმა ძიუდოისტებმა იაპონიაში კოვიდრეგულაციები დაარღვიეს - შავდათუაშვილი და მარგველაშვილი ტოკიოს ქუჩებში დააფიქსირეს

ტოკიოში, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორები, ძიუდოისტები ვაჟა მარგველაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი ამ დღეებში იაპონიის დედაქალაქის მთავარ ღირშესანიშნაობასთან - ტოკიოს ტელეანძასთან დააფიქსირეს. ფაქტის ამსახველი ფოტოები, სადაც ქართველი ძიუდოისტები არიან აღბეჭდილი, სოციალურ ქსელში თვითმხილველებმა გაავრცელეს.

ტოკიოს თამაშების მონაწილეებს ოლიმპიური სოფლის დატოვება ქვეყანაში დაწესებული კოვიდ-რეგულაციების გამო ეკრძალებათ.

საორგანიზაციო კომიტეტის წევრებმა კომენტარისგან თავი შეიკავეს, მაგრამ აღნიშნეს, რომ სპორტსმენებისა თუ დელეგაციის სხვა წევრების მხრიდან დარღვევის თითოეულ ფაქტს ყურადღებით სწავლობენ და იძიებენ.

დღის ამბები