22 მაისი 2024,   14:13
ვრცლად
3 ვერცხლისა და 1 ოქროს მედალი - ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

ქართველ ოლიმპიელთა ნაწილი, ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უამრავი გულშემატკივარი დახვდა. განსაკუთრებული ოვაციებით შეხვდნენ 21 წლის ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ძიუდოისტებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს და ჩვენს ნაკრებს სამი ვერცხლისა და ერთი ოქროს მედალი მოუტანეს.

 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები