24 აპრილი 2024,   23:13
ვრცლად
ცესკოს 6 თვით გიორგი კალანდრიშვილი უხელმძღვანელებს

ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების კენჭისყრა პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე დღეს გაიმართა. გიორგი კალანდრიშვილი ცესკოს თავმჯდომარედ 83 ხმით 3-ის წინააღმდეგ აირჩიეს. ცესკო-ს წევრები გახდნენ გია ცაცაშვილი და მაია ზარიძე.

იმის გამო, რომ კანდიდატებს უკვე მეოთხედ ეყარა კენჭი, მათ დასამტკიცებლად პარლამენტის წევრების სიითი შემადგენლობის უმრავლესობის, 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.

ექვსი თვის შემდეგ კანდიდატების შერჩევის პროცესი ხელახლა გაიმართება.

დღის ამბები