16 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
ხათუნა სამნიძე და მამუკა მდინარაძე ბიუროს სხდომაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური იყო დღეს ბიუროს სხდომაზე - კამათი დეპუტატებს შორის საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხს მოყვა.

ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ დოკუმენტის მიხედვით შედგენილ ცვლილებებზე უარის თქმა არასწორია, რადგან ხელშეკრულება თანამშრომლობის ინსტრუმენტია და შესაბამისად "ნაციონალური მოძრაობის" ხელმოწერაზე უარის გამო, დოკუმენტიდან გასვლა არასერიოზული ქმედებაა.

თავის მხრივ უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ დოკუმენტმა პოლარიზაციის გაქრობა ვერ მოახერხა და საკითხის განხილვას საყოველთაო სახალხო ფორმატში გეგმავენ, რომელიც სავარაუდოდ მიმდინარე თვეში ჩატარდება

ხათუნა სამნიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დოკუმენტის ხელის მოწერაზე უარის თქმის საბაბად გამოყენება და თან ყველა ხელმომწერის "ერთ ყუთში ჩაყრა," რომ არავინ ასრულებს ხელშეკრულებას, არის ძალიან ბავშვური უპასუხისმგებლო არგუმენტი ხელისუფლებაში მყოფი ძალისგან.

საპასუხოდ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ დოკუმენტზე ხელმომწერ პოლიტიკურ პარტიებს არ შეეძლოთ შეთანხმების მთავარი მიზნის მიღწევა, პოლარიზების შემცირება, რის გამოც მოხდა დოკუმენტის ანულირება.

"დეკლარირებული მიზანი ამ შეთანხმების - პოლარიზაციის შემცირება, დამშვიდება პოლიტიკური სიტუაციის. პოლარიზაცია შეამცირეთ? პოლარიზაციის შემცირებას თქვენ თუ უზრუნველყოფთ, მაშინ კიდევ ვილაპარაკოთ, მაგრამ თქვენ ამას ვერ უზრუნველყოფთ, იმიტომ, რომ არ ხართ თქვენ აქტორები. აქტორი, ამ შემთხვევაში და გადამწყვეტი არის "ნაციონალური მოძრაობა," - უპასუხა მამუკა მდინარაძემ ხათუნა სამნიძეს.

დღის ამბები