შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მას არ აქვს შეგრძნება, რომ უსმენენ. ვახტანგ გომელაურმა აღნიშნული განცხადება მედიაში სუსის მიერ სავარაუდო მიყურადების დოკუმენტების გავრცელებასთან დაკავშირებით გააკეთა:
"კარგი იქნება თუ მომისმენენ, მე კარგ რაღაცებს ვლაპარაკობ ხოლმე. ალბათ შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან და გამოიძიებენ, თუ გამოსაძიებელია. არანაირი შეგრძნება არ მაქვს, რომ მისმენენ მე," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.