ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მედიკამენტები ხშირ შემთხვევაში უსაფუძვლოდაა გაძვირებული და შესაბამისი უწყებები ამის მიზეზებს გაარკვევენ.
"გვესმის მოსახლეობის უკმაყოფილება, რომელიც გამოწვეულია მედიკამენტების, ხშირ შემთხვევაში უსაფუძვლო გაძვირებით. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტა, რომლის გაუფასურებაც თავის დროზე შეიძლებოდა ყოფილიყო იმპორტული საქონლის გაძვირების საფუძველი, დღეს გვახარებს თავისი სტაბილური დიმანიკით, ლარი არის არსებითად გამყარებული, ამიტომ ეს მიზეზი ვერ იქნება გამოყენებული მედიკამენტების იმპორტიორების მიერ. რაშია საქმე? - ამაში ჩვენ ნამდვილად გავერკვევით და ისე გადაწყდება საკითხი, როგორც ჩვენს მოსახლეობას სჭირდება," - განაცხადა ნათია თურნავამ.
დღეს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ზოგიერთ წამალზე 300-400%-იანი ფასნამატია დადებული კომპანიების მხრიდან.