არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის", შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას მიესალმება. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების რამდენიმე პუნქტი - მათ შორის ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ანტიკონსტიტუციურია.
ორგანიზაციამ სპეციალური პეტიციაც შეადგინა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში და თეთრ სახლში გადააგზავნეს.
"ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების გასვლას ამ შეთანხმებიდან, რატომ - ეს შეთანხმება შეიცავდა რამდენიმე პუნქტს, რომელიც იყო პირდაპირ ანტიკონსტიტუციური," - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.