ცესკოს ახალი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი აცხადებს, რომ მზად არის სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად, ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ითანამშრომლოს.
"სრულ მზაობას ვაცხადებ იმისთვის, რომ ვიქნები ხელმისაწვდომი და ღია თანამშრომლობისთვის ყველა პოლიტიკური პარტიისთვის ნებისმიერ დროს იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი გაუმჯობესდეს და ყველა დაინტერესებულ მხარესთან შევძლოთ წარმატებული და სამართლიანი არჩევნების ჩატარება,"- აღნიშნა "დღის კურიერში" ცესკოს ახალმა თავმჯდომარემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, შეუქმნის თუ არა დისკომფორტს ის ფაქტორი, რომ ცესკოს ხელმძღვანელის პოსტზე პარლამენტში მას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა და მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტაციამ აირჩია, გიორგი კალანდარიშვილი განმარტავს, რომ სამწუხაროა, რომ მისი არჩევა მაღალი მხარდაჭერით არ მოხდა.