16 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
მხარდამჭერების რაოდენობის ზრდის პარალელურად, გახშირდა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ფაქტები - ნათია მეზვრიშვილი

პარტიის ”საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მხარდამჭერების რაოდენობის ზრდასთან ერთად პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ფაქტები გაიზარდა.

"ჩვენი პარტიის გაძლიერების პარარელურად იზრდება ჩვენს მხარდამჭერებზე ზეწოლა, მუქარა და პოლიტიკური ნიშნით ბრძოლა დაიწყეს," -აღნიშნა მეზვრიშვილმა. 

გახარიას თანაგუნდელების ბრალდებებს მმართველ გუნდში აბსურდულს უწოდებენ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მეზვრიშვილის ბრალდებებს უარყოფს. 

"ასეთი მეთოდით "ქართულ ოცნებას" არასოდეს უმუშავია. ეს პოლიტიკური მოძრაობა არ არის ისეთი მასშტაბის და გაქანების, რომ ასეთ ქმედებებს თუნდაც მერკანტილურად რაიმე აზრი ჰქონდეს,"-აღნიშნა სარჯველაძემ.

დღის ამბები