არჩევნების მოახლოებასთან ერთად, აქტიურ ფაზაში გადადის პოლიტიკური პარტიების მიერ თანაგუნდელების დასახელება. ცოტა ხნის წინ, ვიცე-მერობის კანდიდატი პარტიამ "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" დაასახელა, ეს ცოტნე კობერიძე გახლავთ.
შემადგენლობა გაასაჯაროვა ელენე ხოშტარიამაც, რომელიც ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე.
"ჩვენი პარტია არის არა ერთის გარშემო გაერთიანებული ჯგუფი, არამედ ეს არის იდეის გარშემო გაერთიანებული, პრინციპული ადამიანების ერთობა. ცვლილებები, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძვით, იქმნება სწორედ ასეთი თავისუფალი, სუფთა და კომპეტენტური ადამიანების მიერ," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ელენე ხოშტარია, ცალკეული ოპოზიციური პარტიების ნაწილის შეთანხმებით გამარჯვების შემთხვევაში, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატია.