პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა საარჩევნო კამპანია დაიწყო.
ლევან ანდრიაშვილი, მშვიდობის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო. მოსახლეობამ კი კანდიდატს საკუთარი პრობლემების შესახებ უამბო, რაზეც ანდრიაშვილისგან გამარჯვების შემთხვევაში მოგვარების პირობა მიიღეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ კახეთის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც.