ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მამუკა ბარათაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ სამინისტრო ავრცელებს.
"მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დაიკავა სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა. იგი 1999 წლიდან მუშაობს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2011-2020 წლებში იყო ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი; 2020 წლის თებერვლიდან - სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.