ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებას სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმაურება.
"საქართველოს 16 მოქალაქე, რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდნენ, სამშობლოში ბრუნდებიან. ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან, უკვე თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებიან და მალე საქართველოში იქნებიან!" - წერს პრემიერი.
საქართველოს 16 მოქალაქე სამშობლოში დღეს ბრუნდება. ისინი უკვე ბორტზე იმყოფებიან და საქართველოსკენ მოემართებიან. როგორც საგარეო უწყება აცხადებს, საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც მათ ოფიციალურად მიმართა, ავღანეთიდან უკვე გამოყვანილია.